უდუმაშვილი: ჩვენს მიერ გაწერილი ძირეული რეფორმით ცესკო-ს მიმართ ნდობის აღდგენა შეიძლება

admin
ავტ.: admin დეკემბერი 7, 2020 14:02

უდუმაშვილი: ჩვენს მიერ გაწერილი ძირეული რეფორმით ცესკო-ს მიმართ ნდობის აღდგენა შეიძლება

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობის აღდგენა მხოლოდ მისი ძირეული რეფორმით არის შესაძლებელი.

როგორც მან ფორმულას ეთერში განაცხადა, ახალი არჩევნები იქნება ახალი ადმინისტრაციის ტესტი, ამ ფორმით კი ქვეყანა “მოჯადოებულ წრეს გაარღვევს”.

“მუდმივად ვამბობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი და საზოგადოება 30 წელია ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე დადის. დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ეს მოჯადოებული წრე გავარღვიოთ და ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ არჩევნების ისეთი მოდელი, სადაც არ დაისმევა ზედმეტი კითხვები.

ყველა არჩევნები მთავრდება იმით, რომ დამარცხებული ამბობს, რომ გაყალბდა არჩევნები, გამარჯვებული ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იყო, ეს მოჯადოებული წრე შეგვიძლია გავარღვიოთ იმით, რომ ნდობა აღვადგინოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. ეს შეიძლება მხოლოდ იმ ძირეული რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს გაწერილი და რა თქმა უნდა, ამის მთავარი ტესტი იქნება ახალი არჩევნები ქვეყანაში, რამდენად სწორად და გამჭვირვალედ ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია არჩევნებს”, – თქვა უდუმაშვილმა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი მიმდინარეობს.

admin
ავტ.: admin დეკემბერი 7, 2020 14:02