უდუმაშვილი: ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ და ეს ბრძოლა არ იქნება იოლი

“ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ და ეს ბრძოლა არ იქნება იოლი” – “ნაციონალური მოძრაობის” წვერმა, ზაალ უდუმაშვილმა, დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია არჩევნების მიტაცების მორიგ მცდელობას არ შეეგუება.

“მთავარი არის ის, რომ არავინ არ აპირებს გაჩერებას, არავინ არ აპირებს, შეეგუოს იმ უკანონობას, რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს. არავინ არ აპირებს, შეეგუოს არჩევნების მიტაცების მორიგ მცდელობას, რასაც გუშინ ადგილი ჰქონდა. ეს მთელმა მსოფლიომ იხილა, რა მეთოდებით ებრძვის ივანიშვილი მოქალაქეები არჩევანს. როგორ ფიქრობთ, იმ ასეულობით ათასმა ადამიანმა, რომელმაც გულმხურვალედ დაუჭირა მხარი ამ ქვეყნის მომავალს და განვითარებას, როგორ ფიქრობთ ეს ტყუილად გადაიყრება? არ მოხდება ასე.

ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ და ეს ბრძოლა არ იქნება იოლი. გამარჯვება არასდროს არ მოდის იოლად. საჭიროა ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ: ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საზოგადოებამ […]

არ ვაპირებთ შეგუებას უსამართლობასთან. რა თქმა უნდა, იქნება პროტესტი, აქციები, იმიტომ, რომ სხვა არჩევანს “ქართული ოცნება” არ უტოვებს მოსახლეობას. ეს იქნება ძალიან მტკიცე პროტესტი, სანამ არ მივალთ საბოლოო შედეგამდე და სანამ არ დაიბრუნებს ჩვენი ხალხი მის მიერვე გაკეთებულ არჩევანს”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი: ოპოზიციის მხრიდან იქნება კოორდინაცია, შევჯერდებით სამოქმედო გეგმაზე ძალიან მალე
შემდეგი სტატიადეკანოიძე: ქუთაისის 124 უბნიდან 20-ზე დისბალანსი იყო