უდუმაშვილი – არეულობისთვის არ ვემზადებით, ჩვენი ამოცანაა, მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები

ოპოზიცია არეულობისთვის არ ვემზადებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, დავტოვოთ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ქვემოთ და შემდგომ, ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

პარტიულ რეიტინგებზე საუბრისას კი უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვთ შანსი, რომ არჩევნებზე 43 პროცენტს მიაღწიონ.

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის თავისი მდგომარეობა. ისინიც ატარებენ სწორ კვლევებს, ოღონდ არ აქვეყნებენ და ძალიან კარგად იციან, რომ 43 პროცენტი კი არა, 40 პროცენტზე გაცილებით დაბლა იქნებიან. შესაბამისად, შანსი არ აქვთ, რომ 43 პროცენტს მიაღწიონ. ამიტომ, ახლა რიტორიკა აქვთ შეცვლილი, ტრადიციული მესიჯბოქსები დაიწყო, რომ თითქოს ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება. ოპოზიცია არეულობისთვის არ ვემზადებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, დავტოვოთ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ქვემოთ და შემდგომ, ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“კოვიდ-19 ჩვენთვის კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს” – დანიაში ყველა კოვიდშეზღუდვა მოიხსნა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ამიერკავკასიაში უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი საუკუნის პროექტია