უდუმაშვილი – არც ერთი მეგობარი ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოგვიწოდებს ოპოზიციას, პარლამენტში არ შეხვიდეთო

არც ერთი მეგობარი ქვეყანა, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოგვიწოდებს ოპოზიციას, პარლამენტში არ შეხვიდეთო. დიპლომატიურ ენაზე ასეთი მოწოდება არ შეიძლება, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღწერილია ის დარღვევები, რომელიც არჩევნებზე იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომლიც მიხედვითაც, საქართველოში ოპოზიციის მიმართ საერთო გზავნილია, ცვლილებებისთვის ინსტიტუტები გამოიყენონ.

„ასევე ღიად ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობა ცესკო-ს და სასამართლოს არ ენდობა, რითაც ყველაფერი ნათქვამია, რადგან როცა ცესკო-ს არ ენდობი, რომელმაც შედეგები დათვალა და ასევე არ ენდობი სასამართლოს, რომელმაც არც ერთი სარჩელი არ განიხილა და ძალაში დატოვა ცესკო-ს მიერ დაწერილი ციფრები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ. ჩვენი პროტესტია ის, რომ არ შევდივართ პარლამენტში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება
შემდეგი სტატიარუსთავში მე-7 სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა