უდუმაშვილი – არანაირი კარგი მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან არ გამაჩნია

არანაირი კარგი მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან არ გამაჩნია – საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არანაირი კარგი მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან არ გამაჩნია. ეს პროცესი იქნება ისეთივე ფორმალური პროცესი, რასაც აქამდე ვუყურებდით. ნიკა მელია წინა სასამართლო პროცესიდან გააძევეს და დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება. მოსამართლე, უბრალოდ, პროცესუალურ ნორმებს დაიცავს. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 236 დევნილ ოჯახს გადაეცემა
შემდეგი სტატიანიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო