უდუმაშვილი – აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარლამენტთან აქცია დაწყებულიც კი არ იყო, რომ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

მისი თქმით, ხელისუფლებას ოპოზიციისა და საზოგადოების ხმის გაგება არ სურს, მაგრამ მაინც მოუწევს.

„რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი. ჯერ აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ ისინი მოიპარეს და წაიყვანეს. ეს არის დღეს ხელისუფლების მეთოდი. ეს პოლიცია ერთი კაცის დაცვის სამსახურად არის გადაქცეული და არა სამართალდამცავ უწყებად. იცავენ ერთი კაცის კომფორტს, რომ რაიმე ხმაური არ გაიგონ, მაგრამ ამ ხალხს მაინც მოუწევს ამ ხმაურის გაგება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბენ ჰოჯესი – საქართველოში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია