უდიდესი რუსული კომპანია სააკაშვილის ნახელავს რეკლამას უკეთებს…. (VIDEO)

ცნობილმა რუსულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ ,,МТС,,-მა (ემ-ტე-ეს), რომელიც როგორც რუსეთში ასევე ,,დსთ,,-ს ქვეყნებში მობილური სატელეფონო კავშირების, ასევე ინტერნეტის, საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების ბიზნესით არის დაკავებული, თავისი ახალი სერვისის სარეკლამო კლიპი, თბილისში, ყოფილი პრეზიდენტის მიეხეილ სააკაშვილის დროს აგებული და რესტავრირებული შენობების ფონზე გადაიღო.

სანაპიროზე ,,იუსტიციის სახლის,, აღმაშენებლის გამზირზე რესტავრირებული თბილისი ძველი უბნის, ,,მშვიდობის ხიდის,, რესტავრირებული მეტრო ,,წერეთლის გამზირისა,, და დიზაინშეცვლილი მეტროს ვაგონების ფონზე გადაღებული კლიპი, ძნელი სათქმელია რა ემოციას გამოიწვევს რუს მაყურებელში, თუმცა ქართველ მაყურებელში ეს კლიპი – სავარაუდოდ სააკაშვილის მმართველობის დროინდელ ასოციაციებს აღძრავს.

აღსანიშნავია, რომ ,,МТС,, უძველესი და უდიდესი სატელეკომუნიკაციო კოპმპანიაა რუსეთში, რომელიც 1993 წლიდან ოპერირებს და რომლის სუფთა მოგებამ 2013 წელს 20 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშირუსებმა ააფეთქეს თავისი მოქალაქეები–ბრიტანეთის დაზვერვა სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:რუსმა სამხედროებმა ქართველი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გაიტაცეს