,,უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა იმ ღირებულებებისკენ, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო”

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი დღე იყო უდიდესი ნაბიჯი გადადგმული იმ ღირებულებებისაკენ, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო, – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი გუშინ ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პოზიტიურ ანგარიშს.
“გუშინდელი დღე ემოციურად მართლაც ძალიან დატვირთული იყო, რადგან ალბათ რეალურად ასრულდა არა თუ მრავალი თაობის ოცნება, არამედ ეს იყო ღირებულებების აღიარების მკაფიო გამოხატულება, თუმცა რეალურად გუშინდელი დღე ალბათ იყო უფრო პრაგმატული, რადგან თუ ასოცირებაზე ხელმოწერა იყო აღიარება საერთო ღირებულებებისა, გუშინდელი დღით ევროკავშირმა დაადასტურა, რომ ჩვენ შეგვიძლია ათეულობით პროექტის წარმატებით მართვა და ეს იყო აბსოლუტურად რაციონალური გაწერა იმ დავალებებისა, რომელიც 100%-ით შევასრულეთ. თუ შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, ეს არის უდიდესი ნაბიჯი გადადგმული იმ ღირებულებებისაკენ, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო”, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიC ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში რევოლუციური პრეპარატი „ჰარვონი“ შემოდის
შემდეგი სტატია“შესაძლოა, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს”