უდიდესი გმირობის, ქვეყნის სიყვარულის და ერთსულოვნების დაუვიწყარი მაგალითი ვიხილეთ ბორჯომში სტიქიასთან ბრძოლის დღეებში

უდიდესი გმირობის, ქვეყნის სიყვარულის და ერთსულოვნების დაუვიწყარი მაგალითი ვიხილეთ ბორჯომში სტიქიასთან ბრძოლის დღეებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა განაცხადა.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ფასდაუდებელია ის თავგანწირვა და შრომა, რომელიც თითოეულმა ჩვენმა მაშველმა, მეხანძრემ, მფრინავმა, საპატრულო, საგანგებო და თავდაცვის სისტემის თანამშრომელმა გასწია სტიქიის დასამარცხებლად.

მისივე თქმით, საგანგებო ვითარებაში საქართველოს გვერდით იდგნენ მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოება.

„განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა, ეკუთვნით თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ბელარუსიის საჰაერო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენ ბიჭებთან ერთად იბრძოდნენ. საგანგებო შტაბს პირადად ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი და ვერც ერთი ადამიანი, ვინც იმყოფებოდა ბორჯომში, ვერ მალავდა გულწრფელ აღფრთოვანებას. გიორგი კვირიკაშვილის თითოეული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სტიქიის ყველაზე რთულ წუთებში, იყო ადამიანობისა და პროფესიონალიზმის მაგალითი. გილოცავთ გამარჯვებას და დიდი მადლობა, რომ იმედით და ქვეყნის სიყვარულით კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ. ამავე ერთობით, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ბორჯომს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩომ ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრეებს საჩუქრად ცეცხლგამძლე ფეხსაცმელები გადასცა
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესარჩევი მოსამართლის კონკურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს