მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ექსტრადიცია საქართველოში შეუძლებელია

რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა

“სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში ჩემი უახლოესი თანამებრძოლის, ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჩემი საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღება. ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიჯერა, რომ მე არაფერი მომიპარავს. ამის გამო უდანაშაულო ადამიანს ამდენი წელი სტანჯავდნენ”,– დაწერა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პარტია “Рух нових сил”–ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მისი იურისტები განცხადებას შეიტანენ იუსტიციის სამინისტროში იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და პოლიტიკური დევნის ფაქტიდან გამომდინარე, მისი ექსტრადიცია საქართველოში შეუძლებელია.
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა საქართველოს სახელმწიფოს მიერ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა და დააკისრა მას გადაუხადოს ამ უკანასკნელს 4 ათასი ევრო.
ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტიურად ნიშნავს მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებას.
ვამო მერაბიშვილი პატიმრობაში 2013 წლიდან იმყოფება.
2018 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს. 21 დეკემბერს უკრაინის უზენაისი სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის სარჩელს პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი უკანონო ქმედებად მიიჩნევს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას.

banner
წინა სტატიაშისტრუქტურული ცვლილებების შედეგად ხარჯების შემცირებაზე ინფორმაცია სამი თვის შემდეგ დაკონკრეტდება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი – სამინისტროების გაერთიანება არ იწვევს იმას, რომ ადამიანებმა ავტომატურად დაკარგეს სამუშაო