კუდამოძუებული დაახვიე აქედან – ხმაური უგულავას პროცესზე

გიგი უგულავას სასამართლო სხდომაზე ხმაური იყო- ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი პროცესზე მივიდა.

გიგი უგულავამ ძიუდოისტს  მიმართა და მას “ზონდერი” უწოდა.

“ზონდერი ხარ, ჩვეულებრივი ზონდერი ხარ, ზუსტად ვიცი! ხომ ხარ დაზარალებული, ხომ გცემე? ხომ გცემე? უთავმოყვარეო ხომ ხარ, ხომ გცემე? ხომ ხარ ნაცემი? დავაი კუდამოძუებული დაახვიე აქედან”,- უთხრა გიგი უგულავამ ძიუდოისტს.

ევროპის ჩემპიონი კვლავ ამტკიცებს, რომ უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტში “შემთხვევით გადაეყარა”.

სპორტსმენმა ვერ გაიხსენა აეროპორტში მომხდარის სხვა ბევრი დეტალი, რომელიც თავდაპირველ ჩვენებებში ჰქონდა აღწერილი.

ხმაურის ფონზე მოსამართლე იძულებული გახდა, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი დროზე ადრე დაესრულებინა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა იყო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე – ევროკომისარს მე გავაცანი ჩემი ბოლო მონაწილეობა ამ პროცესში