24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

უცნობმა დრონმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

Screenshot

უცნობმა დრონმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინსტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, შემთხვევა რუსეთის საზღვართან ახლოს, ვიროლაჰტის რაიონში მოხდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე დრონის ტიპი და წარმომავლობა უცნობია.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ამჟამად ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღარ იმყოფება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიMDF: მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიები ძლიერდება
შემდეგი სტატიამედიის ადვოკატირების კოალიცია: საქართველოში მედიის მიმართ ზეწოლა იზრდება