უცნობია რა წერია დოკუმენტში და ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს- ოპოზიცია “გაზპრომთან” ხელშეკრულებაზე

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებებს, რომ “გაზპრომთან” დაკავშირებული კრიტიკა “პოლიტიკური პოპულიზმია,” ოპოზიციის წარმომადგენლები პასუხობენ. “ენმ”-ში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების დამალვით კიდევ უფრო ღრმავდება ეჭვი რომ ის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. ამ თემაზე შემუშავებულ რეზოლუციას ნაციონალური მოძრაობა დღეს გაასაჯაროებს.

„მინისტრმა არ გასცა არც ერთ კითხვას პასუხი და რაც მთავარია დოკუმენტის შინაარსი რჩება საჯაროობის მიღმა, ჩვენთვის არ არის ცნობილი თუ რა წერია დოკუმენტში და ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ამ დოკუმენტში არის როგორც ქვეყნის ეკონომიკისათვის, ისე ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი,“-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაშიმიწისძვრას იტალიაში მსხვერპლი მოჰყვა – 3 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
შემდეგი სტატიასაყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტებებს აკეთებს