დანიის საჰაერო სივრცეში გასულ ღამეს რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი წარმომავლობის სადაზვერვო დრონები დაფრინავდნენ, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ისე გაუჩინარდნენ, რომ მათი ჩამოგდება ვერ მოხერხდა…
დანიური ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დრონების ფრენა დაფიქსირდა ოლბორგის, ესბიერგის, სენდერბორგის აეროპორტებთან და ასევე სამხედრო -საჰაერო ბაზა სკრიდსტრუპთან, სადაც განლაგებულია დანიის საჰაერო ძალების F-16 და F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.


















