აშშ-ის ხელისუფლება უკრაინაში ჩინელი და ბრაზილიელი სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „ეკონომისტი“ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის მთავრობაში ფიქრობენ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფაში არა მხოლოდ ევროპულმა ძალებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. როგორც მედია წერს, ეს ძალები შეიძლება განლაგდეს ცეცხლის შეწყვეტის სამომავლო ხაზის გასწვრივ.
„ეკონომისტის“ ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ მხოლოდ ევროპული კონტიგენტი ნაკლებად ეფექტური იქნება რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.