უცხოური მედიასაშუალებების განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ციტატა, რომლის მიხედვითაც, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე ქვეყნები აშშ და გერმანია არიან, არასწორად გავრცელდა.
როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, მაკრონის შესაბამისი განცხადება გერმანულმა სააგენტო DPA-მ გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ წაშალა და განმარტა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
„ევროპეისკაია პრავდა“ მკითხველს ბოდიშს უხდის.
ემანუელ მაკრონის განცხადება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მთავარ მოწინააღმდეგე ქვეყნებად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას ასახელებდა, სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით დღეს გავრცელდა.