„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
ამას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მასთან ერთად, ცვლილებები “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ და “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.


















