„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას და მსვლელობას დღესაც გამართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციასა და მსვლელობას დღესაც გამართავენ.

არსებული ინფორმაციით, დღეს, 17:00 საათზე, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, ვაკის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით, აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო მარშს აანონსებენ.

19:00 საათზე კი, საკანონმდებლო ორგანოს წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას გამართავენ.

ასევე, გაიმართება ფრანების პერფორმანსი.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – მეგობრობა ასე არ გვესმის, რომ ამერიკა უფროსი ძმა იყოს და ჩვენ – უმცროსი
შემდეგი სტატიაკალაძე მოსალოდნელ სანქციებზე – როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა