29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უცხოელ მსჯავრდებულებს საპატიმროდან პირდაპირ ქვეყნიდან გაძევებით ჩაუნაცვლებენ — ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ ცვლილებას, რომელიც პენიტენციურ სისტემაში უცხოელი პატიმრების სასჯელის მოხდის წესს ეხება.

კანონპროექტის თანახმად, სპეციალურ საბჭოებს უფლება ეძლევათ, უცხოელ მსჯავრდებულებს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით შეუცვალონ.

მექანიზმი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც პატიმარი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით სასჯელის 1/3-ს, ნახევარს ან 2/3-ს მოიხდის.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ქართველი ახალგაზრდა ტბაში დაიხრჩო
შემდეგი სტატია30 000 უცხოელი სამუშაოს მაძიებელი საქართველოში- პარლამენტში დასაქმების პოლიტიკის ანგარიში მოისმინეს