15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით “მარიხუანა” და ფული

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშეიარაღებული თავდასხმა თბილისში: მარკეტში შეჭრილი მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს