23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით, ერთს კი 15 წლით პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე), რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად განათავსეს სხვადასხვა ლოკაციებზე.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორ პირს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით, ხოლო ერთს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიდემონსტრანტებთან ერთად დაკავებული უკრაინის მოქალაქე სასამართლოს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიარუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების დიპლომატიური შესაძლებლობები ამოწურულია – გერმანიის კანცლერი