15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულის ორგანიზებით ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასაღეს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ კალიბრის, 54 ვაზნა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.

ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულის ორგანიზებით ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასაღეს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა გამოყენებულიყო უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ ბრალდებულს 7 წლით, ხოლო მეორეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“: 2024 წლიდან. პარლამენტმა 300-მდე საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომელთა უმეტესობა შინაარსობრივი განხილვის გარეშე, დაჩქარებულად იყო მიღებული
შემდეგი სტატიაყველა ჩავარდნილი პროექტი არის არაკომპეტენტურობისა და კორუფციის შედეგი – ირაკლი კუპრაძე