21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

უცხო ქვეყნის მოქალაქემ კომპანიის დირექტორს 28 000 ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა – დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ელის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების  ბრალდებით  უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

“საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს ლითონის კომპოზიტური პანელების საზღვარგარეთიდან ჩამოტანას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 28 000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა  აღნიშნულ თანხას.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე  თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიქორწინება და განქორწინება საქართველოში – საქსტატი 2026 წლის 6 თვის მონაცემებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაროგორი ამინდი იქნება 12 სექტემბერს საქართველოში- პროგნოზი ქალაქების მიხედვით