18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

,,მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ნიგერიის, ეგვიპტის, ნეპალის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სუდანის, იორდანიის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 62 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ”,– აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთმა ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაზე წვრთნები დაიწყო