4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

,,მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: პაკისტანის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ერაყის, ინდოეთის, ლიბანის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, თურქეთის, ბურუნდის, ვიეტნამის, კენიის, იორდანიის, ნეპალის, უგანდის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 112 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ- აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: 41-ჯერ აღემატება „ოცნების“ მაღალჩინოსნების ანაზღაურება პენსიას