უცხო ქვეყნიდან შემოსულებს 8-დღიანი კარანტინის შემდეგ, სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, უცხოეთიდან შემოსულ მოქალაქეებს 8-დღიანი საკარანტინო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, PCR ტესტის ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სწრაფი ტესტის პასუხი საეჭვო იქნება.

“კარანტინში უცხოეთიდან შემოსული ადამიანებზე იცით, რომ მოქმედებს მერვე დღეს ტესტირების პროტოკოლი და მერვე დღეს დაშვებული იქნა უკვე საკმაოდ მაღალი ხარისხის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები. ეს ხალხი რომ არ დაყოვნდეს დიდი ხნის განმავლობაში, მათ შეიძლება ჩაუტარდეთ სწრაფი ტესტი ანტიგენით და თუ უარყოფითი იქნება, რა თქმა უნდა, ისინი თავისუფლდებიან, თუ არის საეჭვო ტესტი პასუხი, მაშინ რა თქმა უნდა, ტარდება PCR ტესტირება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს, 7 ოქტომბერს, კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან განიკურნა 348 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 824 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. კოვიდ სასტუმროებში 1 310 პაციენტია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის“- თორნიკე ართქმელაძე
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების ჩაშლაზე საქართველოს ბრალდებებს უპასუხისმგებლოს და პოლიტიზებულს უწოდებს