„უჩინ-მაჩინის ქუდი“ აზერბაიჯანულ ენაზე კვლავ ამეტყველდება

15301244_1421814877842097_1986858397_nჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანულ სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ახალ დადგმებთან ერთად, ძველი სპექტაკლების აღდგენაზეც მუშაობენ და სულ მალე მაყურებელს გ. ერისთავის „უჩინ-მაჩინის ქუდის“ პრემიერაზე უმასპინძლებენ, რომელიც თითქმის 10 წელია დასს აღარ უთამაშია.
„უჩინ-მაჩინის ქუდი“ მაყურებლისთვის აზერბაიჯანულ ენაზე იქნება წარმოდგენილი და სპექტაკლში მხოლოდ ამ თეატრის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. აღდგენის რეჟისორები არიან ვარლამ (ლალი) და დავით ნიკოლაძეები.
სპექტაკლი, რომელიც ცნობილი ქართველი დრამატურგის გიორგი ერისთავის პიესის მიხედვითაა შექმნილი, დედაქალაქის პროფესიულ თეატრალურ სივრცეში ნახევარსაუკუნოვანი პაუზის, აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე და რეპერტუარში კი 10 წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ დაბრუნდება.

გ. ერისთავმა ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა. იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი “ცისკარის” დამაარსებელი და რედაქტორი (1852-1853).
სპექტაკლები დეკემბერში, აკ. ხორავას სახელობის მსახიობის სახლის (საქართველოს თეატრალური საზოგადოება) სცენაზე გაიმართება და თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობებიც-ლეილა კასუმოვი, ფაზილ ბაირამოვი, ბინალი აკიპოვი, იზაბელა ალიევა და აისელ მამედოვი მაყურებელს იქ უმასპინძლებენ-განაცხადეს თეატრის პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშიმაზლმა ორსული რძალი დაჭრა, მისი მამა კი მოკლა
შემდეგი სტატიასად ნიშნავენ მურთაზ კიკორიას და რა დანაშაულის გამო დაიბარეს პროკურატურაში?-“თაიმერმა” სკანდალური წერილი მოიპოვა