უჭერს თუ არა ზურაბიშვილი მხარს გამოხატვის თავისუფლებას და ლგბტ თემის სურვილს, ჩაატარონ “ღირსების მარში” -რა პასუხი აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას?!

„თბილისი პრაიდის“ ჩატარება და ამ საკითხზე არსებული დაპირისპირება – უჭერს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მხარს ქვეყანაში გამოხატვის სრულ თავისუფლებას და როგორ უყურებს ის ლგბტ თემის სურვილს, ჩაატარონ ღირსების მარში ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში პასუხი არ აქვთ. პრეზიდენტის პრესსპიკერი ჟურნალისტების კითხვას სამი დღის წინ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებიდან წაკითხული ციტატით პასუხობს.

„წავიკითხავ პრეზიდენტის კომენტარს: მე ვარ ყველას პრეზიდენტი, არც ერთი ადამიანი განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა სექსუალური ორიენტაციის არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არცერთი მხრიდან.“- ეს იყო სიტყვა-სიტყვით ციტირება,“-თქვა ხატია მოისწრაფიშვილმა.

კითხვაზე, რომ მედიისთვის საინტერესოა, რას გულისხმობდა პრეზიდენტი სამი დღის წინ გაკეთებულ საკმაოდ ბუნდოვანი განცხადების მეორე ნაწილში, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს გარედან გადმოტანილი დაპირისპირების პროვოცირებას.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ უკვე უპასუხა ამ კითხვას, როდესაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან ციტატა წაიკითხა.

ასევე კითხვაზე, რას ფიქრობს პრეზიდენტი, უნდა ჩატარდეს თუ არა „თბილისი პრაიდი“და უნდა ჰქონდეთ თუ არა ადამიანებს უფლება გამოხატონ პროტესტი -მოისწრაფიშვილი ამბობს: „თქვენს შეკითხვაზე იყო პასუხი აი იმ სიტყვებში, რაც მე წაგიკითხეთ.“

banner
წინა სტატიაშივასაძე: “გვაქვს ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ჩემდამი ფიზიკური განადგურების მცდელობა”
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ჩვენ ზნეობისთვის ბრძოლას ვუჭერთ მხარს