უჭავა – ქრისტიანობა ადამიანებზე ზრუნვას გვასწავლის, სწორედ ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საზოგადოებას მარიამობის დღესასწაულს ულოცავს.

„გილოცავთ მარიამობას! ეს დღესასწაული ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული სიყვარულით და სითბოთი აღინიშნება. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ! ქრისტიანობა ადამიანებზე ზრუნვას გვასწავლის. სწორედ ამიტომ, დღეს, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, რაც პანდემიის პირობებში, ვაქცინაციაში ჩართულობით და რეგულაციების დაცვით შეგვიძლია გამოვხატოთ. მრავალს დაესწარით!“- წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან კიდევ ერთი ჯვარი მიიტანეს
შემდეგი სტატიაუცხოელი კოლეგები წერენ: კოვიდი-19-ით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების ამოცნობა აცრილია თუ არა კატეზეც შეიძლებაო – კულუმბეგოვი