უჩა ნანუაშვილის განცხადებით მის საინფორმაციო ბიულეტენში გოგი თოფაძის სტიგმის შემცველი გამოსვლაც მოხვდა

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა თებერვლის საინფორმაციო ბიულეტენი წარადგინა. დოკუმენტში მოკლედ არის მიმოხილული სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა, მათ შორის შესწავლილი საქმეების საფუძველზე მომზადებული და ადრესატებთან გაგზავნილი რეკომენდაციები. ბიულეტენში ასევე შეკრებილია განცხადებები ქვეყანაში მიმდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენების შესახებ. მათ შორისა გოგი თოფაძის გამოსვლა, რომელიც ბიულეტენში აღნიშნულია, როგორც სტიგმის შემცველი. უჩა ნანუაშვილმა პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელი შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„სახელმწიფოს აქვს ვალდებულება გააუმჯობესოს როგორც შრომითი უფლებები, ასევე შრომის პირობები, ასევე შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნა.

“არის ასევე რამდენიმე განცხადება მათ შორის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებასთან დაკავშირებით და ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისევე როგორც პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის სტიგმის შემცველ გამოსვლასთან დაკავშირებით,“-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალ შენობა გახსნა
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძე – არავის დამორჩილებას არ ვაპირებ