უჩა ნანუაშვილი შრომით უსაფრთხოების საკითხებზე კამპანიას იწყებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 25, 2017 12:42

უჩა ნანუაშვილი შრომით უსაფრთხოების საკითხებზე კამპანიას იწყებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შრომით უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კამპანიას იწყებს.

ომბუდსმენის განმარტებით, კამპანიის ფარგლებში მათ ექნებათ არაერთი შეხვედრა, ღონისძიება და აქცია, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში ქვეყანაში ეფექტური შრომის ინსპექცია შეიქმნას.

“ვიწყებთ ფოკუსირებას იმაზე, რომ ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირი რეალურად იყოს პროცესში ჩართული. აუცილებელია, კანონის მიღება ინსპექტირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ”, – აღნიშნა ომბუდსმენმა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა პრევენციის არარსებობა და სუსტი ინსპექტირების მექანიზმია.

უჩა ნანუაშვილმა გაზი გაუსვა იმ საგანგაშო სტატისტიკას, რომელიც სამუშაო ადგილებზე დაღუპული ადამიანების რაოდენობას ასახავს.

“2011-დან 2016 წლებში 270-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სამუშაო ადგილზე, ხოლო 776-ზე მეტი დასახიჩრდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არანაირი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. მინიმალური სტანდარტების არსებობა ყველა საწარმოში, ინსპექტირების მექანიზმის მიღება და პრევენცია, რომ დამსაქმებელმა იცოდეს თუ ის დაარღვევს კონკრეტულ წესებს, ის დაისჯება”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 25, 2017 12:42