უჩა ნანუაშვილი : შეიმჩნევა საკმაოდ დაძაბული ვითარება

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

წინასაარჩევნოდ მომხდარი დაპირისპირებების ფაქტებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით შესაძლოა დამნაშავეთა დაუსჯელობამ უშუალოდ არჩევნების პროცესზეც იმოქმედოს და უარყოფითად აისახოს საერთო გარემოზე.

„ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საკმაოდ დაძაბული ვითარება, რამდენიმე ინციდენტი, რაც ფონთან დაკავშირებით ცვლის სურათს. აუცილებელია ყველა ინციდენტი იყოს მაქსიმალურად ბოლომდე გამოძიებული. არ გვაქვს უფლება დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესებს უშუალოდ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე, თუმცა 26 მობილური ჯგუფი იმუშავებს რეგიონებში, ასევე თბილისშიც, ჩვენ ყველა შეტყობინებაზე მოვახდენთ რეაგირებას,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი – დარწმუნებული ვარ, არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლის
შემდეგი სტატიაპრემიერი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს