უჩა ნანუაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ მშვიდია

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ შეხვედრას მართავს. კონფერენციაზე საარჩევნო პროცესსა და ინკლუზიურ გარემოზე მსჯელობენ. უჩა ნანუაშვილი ასევე საუბრობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შუალედურ ანგარიშზე, სადაც მოხვდა ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ჩანაწერები.

“ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო სიტუაცია, გარემო საკმაოდ მშვიდია თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში კითხვები არსებობს. რა თქმა უდნა ეს გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ფარული მიყურადების ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც უკანონოდ ხორციელდება იყოს გამოძიებული. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვსაუბრობთ ინკლუზიურ საარჩევნო გარემოზე, ყველა ის ჯგუფი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი საარჩევნო უფლებით, რაზეც დღეს გვაქვს დებატები,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში “რესპუბლიკური პარტია” 10-მდე წევრმა დატოვა
შემდეგი სტატია“გამაოგნა, რომ ასე უდიერად ვეპყრობით ადამიანებს”- უსუფაშვილი შსს-ს აკრიტიკებს