უჩა ნანუაშვილი: ქალების მკვლელობის მხრივ მასშტაბები საგანგაშოა

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველი ქალთა მკვლელობის საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილი დანაშაულის პრევენციისთვის რადიკალური მეთოდების გამოყენების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით კანონში ცვლილებების შეტანაზე ამახვილებს ყურადღებას.

ამის შესახებ სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკუთარი ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

„რადიკალური მეთოდების გამოყენებაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის კანონმდებლობის კუთხით. ფემიციდი, როგორც ასეთი, უნდა გახდეს დასჯადი და სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს შესაბამისი მუხლი. გამოძიების დროს უფრო მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ გენდერული ნიშნით ხდება ძალადობა და მკვლელობა. ქალების მკვლელობის მხრივ მასშტაბები ნამდვილად საგანგაშოა. პრობლემა უფრო სიღრმისეულია. ის პრობლემები, რომლებიც არ ჩანს და რომლებიც აისბერგის სახით საზოგადოებაში არის, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები, გენდერული პრობლემები, რომელიც საქართველოში არსებობს,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი: საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს კვლავ დიდი პრობლემებით ხვდება
შემდეგი სტატიაინციდენტი ზუგდიდში-ე.წ. კასრების საქმეზე დაკავებული თემურ უბირიას ოჯახს თავს დაესხნენ