უჩა ნანუაშვილი: მთავარი სფერო, სადაც გამოწვევები შეინიშნება, არის სასამართლო

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველმა წლიური ანგარიში გაასაჯაროვა. ანგარიშზე დილიდან თბილისი მარიოტში მსჯელობენ.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ერთერთი სფერო, სადაც გამოწვევები შეინიშნება სასამართლოა.

„მთავარი სფეროები, სადაც გამოწვევები შეინიშნება არის სასამართლო, მართლმსაჯულების სფერო, ეფექტური გამოძიების საკითხი, პროკურატურა, ქალთა მიმართ ძალადობა, შეუწყნარებლობის გამოვლენა და მასზე არასათანადო რეაგირება, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირება. არის პრობლემური სფეროები, სადაც სერიოზული გამოწვევებია,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანს არ სურს, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესი კიდევ გადავადდეს
შემდეგი სტატიამედია თურქული თვითმფრინავების მიერ ერაყის ტერიტორიის დაბომბვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას