უჩა ნანუაშვილი : მერიასთან დაკავებულებს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ

სახალხო დამცველის განცხადებით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებულებს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

”ჩემმა წარმომადგენლებმა მოინახულეს დაკავებულები. მათ აღენიშნებათ დაზიანებები სხეულზე, თუმცა ექიმის თქმით, ეს დაზიანებები არ არის სერიოზული. ჩვენს მიერ გამოთხოვილია დოკუმენტაცია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ მათგანს გაუკეთეს ფიქსატორი, რომელიც 10 დღის განმავლობაში უნდა ატაროს, ადასტურებს, რომ დაზიანებები მათ რეალურად დაკავების დროს მიადგათ. ეს ფაქტი საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ და ჩვენ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო იმ ორ საკითხს შეეხება, ვეტო გაზიარებული იქნება
შემდეგი სტატია“თუკი დეპუტატის უფლებები შეიზღუდა, ამით დავინტერესდები” – კობახიძე