უჩა ნანუაშვილი: კორცხელის ინციდენტი იყო გაკვეთილი ხელისუფლებისთვის

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

კორცხელის ინციდენტი იყო გაკვეთილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს – ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრემიერმინისტრის პოლიტიკური ქცევის კოდექსის შემოღებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივას.

ნანუაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია მაქსიმალური კონტროლი, რათა პოლიციამ მოახდინოს ადეკვატური რეაგირება ძალადობისა და ზეწოლის ფაქტებზე.

„აუცილებელია მაქსიმალური კონტროლი განხორციელდეს, რომ პოლიციამ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ნებისმიერი ძალადობის, უფლება დარღვევის ფაქტზე. თუ არ მოხდება ასეთი რეაგირება, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ წახალისება ხდება. ვფიქრობ, კორცხელის ინციდენტი იყო გაკვეთილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს”,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაბანოთუბანში მდებარე ექვსი აბანო, პროტესტის ნიშნად, სამი დღით მუშაობას წყვეტს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: ხელისუფლებას არანაირი რეალური განცდა არ გააჩნია, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი