სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პროკურატურის განცხადებას ეროსი კიწმარიშვილის საქმის დახურვასთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული საქმის მიმართ ომბუდსმენის აპარატს ღია კითხვები კვლავ გააჩნია. ნანუაშვილის ოფისი საქმის მასალების შესწავლას იწყებს:
„გამომდინარე იქიდან, რომ საქმე დასრულდა, ვიწყებთ მის შესწავლას. ჩვენ დავიწყებთ საქმის მასალების შესწავლას იმასთან დაკავშირებით, რომ გავიგოთ, რამდენად იყო ეს განაჩენი დასაბუთებული. კითხვები არსებობს, არსებობდა და ალბათ იარსებებს კიდეც. მაგრამ უნდა ვნახოთ საქმის მასალები, რაზეც აქამდე წვდომა არ გვქონდა და სამის დასრულების შემდეგ გვექნება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.