უჩა ნანუაშვილი: კითხვის ნიშნები არის განაჩენის გამოცხადების შემდეგაც

დღეს ომბუდსმენი ე.წ. კაბელების საქმეს გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის თქმით, კითხვის ნიშნები პირველივე დღიდან არსებობდა და განაჩენის გამოცხადების შემდეგაც რჩება.

„კითხვის ნიშნები არსებობს, რა თქმა უნდა. კითხვის ნიშნები, თუნდაც სარჩელთან დაკავშირებით, თუნდაც იმასთან, რამდენად რეალურად იყო დასაბუთებული ეს გადაწყვეტილება მოსამართლის მხრიდან და ამ ყველაფერს ჩვენ, რა თქმა უნდა, შევისწავლით. კითხვის ნიშნები არსებობდა პირველივე დღიდანვე და არსებობს, რა თქმა უნდა, განაჩენის გამოცხადების შემდეგაც“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ნატო-საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა
შემდეგი სტატიაფრანსუა ოლანდი: არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა