უჩა ნანუაშვილი „ციანიდის საქმის“ განხილვაზე არ დაუშვეს

სახალხო დამცველი „ციანიდის საქმის“ განხილვაზე არ დაუშვეს.

„მოსამართლემ ამიხსნა, რომ მას არ აქვს საფუძველი, რომელი ნორმა მიუთითებს, რომ მომცეს ამის უფლება. მითხრა, რომ შემდგომ პროცესამდე გადაწყდებოდა. მე ვუთხარი, რომ არსებობს ორგანული კანონი, რითიც ეს საკითხი რეგულირდება. სახალხო დამცველი რეგულირებას უწევს ადამიანის უფლებებს. ის საპროცესო კოდექსით აპელირებს. ეს ერთგვარი კაზუსია, თუმცა სახალხო დამცველს გააჩნია ეს უფლებამოსილება“, – განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა.

პროცესის დაწყების წინ, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ მას დახურულ პროცესზე წვდომა აქვს, რის გამოც, მან ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე დასწრება მოითხოვა. ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ განახლდა. საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი გარევაჭრობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს