27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უჩა ნანუაშვილი: არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების ნაცვლად პოლიციელების წახალისება ხდება

ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიება არ მიმდინარეობს. მისი თქმით, ასობით დაწყებული გამოძიების მიუხედავად, სამართლებრივი დევნა მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის მიმართ დაიწყო.

ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, რათა ძალადობის ფაქტები სრულად აღირიცხოს და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. მისი თქმით, არსებული პრაქტიკა არა მხოლოდ დაუსჯელობის განცდას აძლიერებს, არამედ მსგავსი ქმედებების წახალისების რისკსაც ქმნის.

“სურვილი, პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს ამ დაზიანებების აღრიცხვა იმისთვის, რომ შემდეგ მოხდეს რეაგირება კონკრეტულად. როდესაც 196 საქმესთან დაკავშირებით, არასათანადო მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, მხოლოდ 6 პოლიციელის მიმართ დაიწყო დევნა. ანუ 196-დან 6ის წინააღმდეგ დევნის დაწყება, ესეც პროცენტულად ძალიან ნათლად უჩვენებს იმას, რომ პროკურატურა არ არის დაინტერესებული, არც პოლიციაა დაინტერესებული, რომ ასეთი საქმეები გაიხსნას. ფაქტობრივად, ეფექტური გამოძიება ქვეყანაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე არ ხორციელდება, პირიქით, მიზანმიმართულად, მაქსიმალურად ხდება იმ პოლიციელების წახალისება, მათი დაჯილდოება, რომელიც ჩვენ ვნახეთ კიდეც რამდენიმე თვის წინ”, – ამბობს ტვ პირველთან უჩა ნანუაშვილი. 

banner
წინა სტატიაშისისხლიანი გარჩევა ხაშურში — პოლიციამ ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიადმანისში მეცხვარე ნიჩბებითა და ხელკეტებით სცემეს