უჩა ნანუაშვილი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება.

“ცვლილების მიხედვით, 17-დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ასევე, დაზუსტდა ქორწინების რეგისტრაციის პატივსადები გარემოება და დებულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით.

“მისასალმებელია, რომ პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მტკიცე ნება ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სიღრმისეული შესწავლის შედეგების და ინდივიდუალური საქმეების განხილვის შედეგად მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აღნიშნული წინადადება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და ზოგადად, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის.
აქვე მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ცვლილებას თან სდევდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობისაკენ მიმართული სხვა ღონისძიებები. გამომდინარე იქიდან, რომ ქორწინების რეგისტრაციას განსაკუთრებული გავლენა აქვს ქალთა ქონებრივ უფლებებზე, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებითაც გადაიხედოს და დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომლის მომზადების საფუძველი საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება გახდა.

banner
წინა სტატიაში“ზედმეტი ნდობა არ გვინდა” – პაატა ბურჭულაძე პუტინის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაევროკავშირი რუსეთს სანქციებს კიდევ 6 თვით უხანგრძლივებს