უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე,  ვანო ჩხარტიშვილი, ამ ადამიანებისთვის კარი დაგიკეტავთ?

კითხვას: „როდესაც საუბრობთ სისტემურ კორუფციულ რისკებზე – ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ეს ადამიანები ხელს უწყობდნენ თუ არა ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას“.

„ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას ხელს უწყობს სუსტი ინსტიტუტები, ამ ადამიანებს, როგორც გარკვეული გავლენის მატარებელ ჯგუფებს, შეიძლება, ჰქონდეთ გარკვეული ზემოქმედების ძალა ამ ინსტიტუტებზე.ზოგ შემთხვევაში ჰქონდათ, ზოგ შემთხვევაში არ ჰქონდათ, ამას სჭირდება კონკრეტული ფაქტები. მე სადაც მქონია შესაძლებლობა და სადაც ასეთი ფაქტები მქონია, იქ ეს კარები ყოველთვის დამიკეტია“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება კითხვას, „კონკრეტულად ამ ჩამოთვლილი პირებისთვის კარი დაგიკეტავთ?“, – გახარია პასუხობს: „ყველასთვის არა, მაგრამ მაქედან რამდენიმესთვის, კი“.

 

 

banner
წინა სტატიაშიგახარია: ნამახვანჰესის კონტრაქტი ზოგი სხვა მსხვილი ჰესის კონტრაქტზე ბევრად უკეთესია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ნამახვანზე: ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის აპრილში და მაშინ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი