უჩა კანდელაკი: გულისრევის გრძნობით ვუყრებ გუშინდელი სოციალურ დახმარებაზე მყოფის და დღეს უკვე მილიონერის დამღერებულ სპეცსამსახურის საიდუმლოებებს

“ეს კი აუცილებლად ყურად საღებია, ყველაფერი ყველაფერია, მაგრამ მაინც ნუ შევხედავთ ამ ყველაფერს, როგორც იაფფასიან, პრაფანების” საქმეს.. შემთხვევით აღზავებულების თუ გამდიდრებულების.. ჩემი აზრით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბევრად ღრმაა და უფრო საშიშია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ერთადერთი უპირობო გზა ესაა დასავლეთისკენ მიმავალი გზა. ჩვენი უსაფრთხოების,სუვერენიტეტის და თავისუფლების გარანტიაა ეს გზა. ვიცით, რომ 2024 წელს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას აპირებს. ასევე ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, ლიდერები, კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ ჩვენს მხარდაჭერაზე ნატოს ალიანსში გაწევრიანებაზე. მოდით გავიაზროთ რა კრიტერიუმებია რაც ფუნდამენტალურია ამ სივრცეებში ინტეგრაციისთვის. პირველი: ძლიერი და გამართული დემოკრატიული ინსტიტუციები. დეპოლიტიზირებული სპეცსამსახურები. სიტყვის თავისუფლება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – დაცული ინფორმაცია. ანუ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ისედაც ვსარგებლობთ სხვადასხვა პრივილეგიებით, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის უფლებით.ანუ ინტერპოლი თუ ევროპის სპეც სამსახურები ცვლიან ინფორმაციას და ეს ცხადია მაქსიმალურად დაცული და კონფიდენციალურია. მითუფრო მნიშვნელოვანი წვდომა იქნება ბაზებზე როცა გინდ ევროკავშირის და მითუფრო ნატოს სრულფასოვანი წევრი ხდები. მეგობრებო გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, ვინ შეხედავს სერიოზულად ქვეყანას, რომლის სპეც.სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ეთერში დაჯდება და მთელ ინფორმაციას დაფქვავს, აგენტურული ქსელის და სპეც ოპერაციების ჩათვლით
თქვენ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ითანამშრომლებდით ასეთ სტრუქტურასთან? არა ცხადია, რაც არ უნდა პატრიოტული მოტივაცია გქონდეთ. მერწმუნეთ, არც სხვებს,ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორებს მოუნდებათ ეს. სწორედ ესაა რუსეთის საქმე.სწორედ აქ ვხედავ მის მეთოდიკას. მაქსიმალურად დაგვაშოროს დასავლეთს და მაქსიმალურად შექმნას უნდობლობა და ინდიფერენტიზმი ჩვენს მოქალაქეებში ინსტიტუციების მიმართ. აი რატომ ვერ ვუყურებ მე ასე ზედაპირულად და მხოლოდ გულისრევის გრძნობით გუშინდელი სოციალურ დახმარებაზე მყოფის და დღეს უკვე  მილიონერის დამღერებულ სპეცსამსახურის საიდუმლოებებს”-აცხადებს სააგენტო “აქცენტის” დამფუძნებელი უჩა კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: “გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ”
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ვისთან ერთად დაარსა გოგაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია ?!