უჩა კანდელაკი გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს, «ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის» აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

12957246_10205609502427925_1343392294_nგერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, «ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის» აღმასრულებელი დირექტორი, გერმანიის ზაქსენ-ანჰალტის ფედერალური მიწის ფინანსთა ექს-მინისტრი, პროფესორი კარლ-ჰაინც პაკე პროექტის „ინფორმირება ინტეგრირების გზით“ ხელმძღვანელ უჩა კანდელაკს შეხვდა.

უჩა კანდელაკმა პროფესორ პაკეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმების შესახებ უამბო.

შეხვედრაზე ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური ურთიერთობების საკითხები, კონფლიქტების მოგვარებაში მედიის როლი და მნიშვნელობა, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის თემები იქნა განხილული. საუბარი შეეხო ასევე საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით არსებულ ვითარებას, ქვეყანაში სადღეისოდ შექმნილ მედიაგარემოს, სხვა რიგ საკითხებს.

ცნობისთვის, პროექტის „ინფორმირება ინტეგრირების გზით“ მიზანია, მიაწოდოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და მათი რეალიზების მიმდინარეობის, ასევე იმ საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა პროექტების შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ევროპულ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტი «ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის» მხარდაჭერითა და ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გეგმავენ არჩევნების მოგებას
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება”: ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში