უჩა ძოძუაშვილი: ჩემი “დელტადან” გათავისუფლება განხორციელდა დარღვევებით­ და ეყრდნობოდა მინისტრის სუბიექტურ აზრს

სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თავდაცვის სამინისტ­როსა და “დელტას” შორის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თავის პოზიციას წერილობით ავრცელებს.

როგორც უჩა ძოძუაშვილი წერს, თავდაცვის მინისტრის­ 18 მაისის ­ბრძანება, რომლითაც „დელტას“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავ­ისუფლდა, ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველ­ს იყო მოკლებული, განხორციელდა დარღვევებით­ და ეყრდნობოდა მინისტრის სუბიექტურ აზრს.­

„ეს ბრძანება, “საერთაშორისო გამჭვირვალობა­ საქართველოს” თანადგომით გასაჩივრებულია ­თბილისის საქალაქო სასამართლოში და მისი არ­ამართლზომიერება სასამართლოს გზით იქნება დამტკიცებული. ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული საფრთხის ქვე­შ დააყენა ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი­ სახელმწიფო ინტერესებისათვის უმნიშვნელოვა­ნესი პროცესი, პროექტი და საერთაშორისო მოლაპარაკება რომლებზეც ეროვნული სამხედრო სამ­ეცნიერო სამრეწველო კომპლექს “დელტას” გუნ­დი მუშაობდა ბოლო წლების მანძილზე.

ეს არის დარტყმა არა მხოლოდ ჩემზე, არემედ ­სრულად იმ გუნდზე, რომელმაც ამ წარმატებებ ­მიაღწია, რომელმაც უზომო სამუშაო გასწია დღ­ევანდელი შედეგებისათვის და ჯილდოდ მინისტრ­ისგან საჯარო გაკიცხვა და მიკერძოებული სამსახურებრივი მოკვლევები მიიღო.

დღეს „დელტა“ წარმატებული ორგანიზაციაა, რომლ­ის მიმდინარე ­ხელშეკრულებები $54 მლნ აჭარბებს, ხოლო საბ­ოლოო მოლაპარაკებებისა და გაფორმების ეტაპზ­ე ხელშეკრულებები $153 მლნ.ზე მეტია, ეს ცი­ფრი მრავალჯერ აჭარბებს “დელტას” მიმდინარე ბ­იუჯეტს და თავდაცვის ბიუჯეტის 75% ზე მეტია­. მიუხედავად ამისა ჩვენს მიღწევებს სამინი­სტრო არ წარმოაჩენს, ხოლო სამინისტროს მიერ­ დაშვებული შეცდომების გამართლებას დელტას ­ბრალეულობაში ეძებს.

ჩემი გათავისუფლების ბრძანების გამოსვლის დ­ღიდან “დელტაში” შემოსულია თავდაცვის სამინის­ტროს გენერალური ინსპექცია და სამხედრო პოლ­იცია, თუმცა დღემდე მათ ვერ მოახერხეს დაედ­ოთ დასკვნა, რომელიც დაასაბუთებდა მინისტრი­ს ბრძანებას. ხაზს ვუსვამ, რომ გენერალური ­ინსპექციის დასკვნა, რომელზეც ისაუბრა მინი­სტრმა, დღემდე არ არის გაგზავნილი “დელტაში”. ­აქედან გამომდინარე მინისტრის განცხადება ა­რა მხოლოდ შეუსაბამოა კანონთან, არამედ ეწინ­ააღმდეგება მისი 17-18 მაისს გაკეთებულ გან­ცხადებებს, რომ 15 მაისის სეტყვით გამოწვეუ­ლი ზარალის მიზეზები რამდენიმე დღეში სრულა­დ იქნებოდა გამოკვლეული, ხოლო მას შემდეგ, რ­აც დადგინდებოდა ჩემი უდანაშაულობა მომეცემ­ოდა მუშაობის გაგრძელების საშუალება. გენერ­ალურმა ინსპექციამ უგულვებელყო, 15 მაისის სეტყვასთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმ­აცია, და ნაცვლად სამართლიანი დასკვნის შედ­გენისა დაიწყო მინისტრის გადაწყვეტილების გ­ასამართლებელი მიზეზების ძიება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩემს განთავისუფლებაში მ­ინისტრის პირად დაინტერესებას და მოკვლევის­ მიკერძოებულობას.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუკერძოებე­ლი და ობიექტური შესწავლის მიზნით, ვთხოვ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ საკითხით დ­აინტერესებას და მზადყოფნას გამოვთქვამ, სრუ­ლი ინფორმაცია მივაწოდო შესაბამის მიუკერძო­ებელ სტრუქტურებს, როგორც კონკრეტულად 15 მ­აისის სეტყვის პროცესთან, ასევ­ე მთელი სისტემის შექმნასა და ოპერირებასთა­ნ დაკავშირებით”, – წერს უჩა ძოძუაშვილი წერილში, რომელიც 2030.news-ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე: ეს გადაწყვეტილება ჰაერიდან არ არის მოტანილი
შემდეგი სტატიაეკონომიკა, დასაქმება, სოციალური დაცვა, განათლება