“უცებ არ მოგართვათ ჯარიმა, მონებო!” – 4.000 ლარით დაჯარიმებული ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მამუკა მდინარაძის საჩივრის საფუძველზე, Facebook პოსტის გამო, სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა, წერს, რომ ჯარიმას არ გადაიხდის და ვერც აზრის გამოხატვას შეუზღუდავს ვინმე.

„უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო, წერეთ და იკითხეთ. რამდენჯერაც საჭიროა, იმდენჯერ გაილანძღებით და ვერც აზრის გამოხატვას შეზღუდავთ, ვერც მონობას დაარქმევთ „მოსამართლეობას“, – წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებითვე, ელენე ხოშტარიას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა.

banner
წინა სტატიაშიგანგაშია საჭირო! სრული განგაში! – ლაშა ბუღაძე უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ
შემდეგი სტატიაისრაელის ორმა CH-53 Sea stallion-მა ირანის ტერიტორიაზე ელიტარული დესანტი გადასხა