უბრალოდ უნდა დაფიქრდეს ბატონი ივანიშვილი, უღირს თუ არა მას ამ კოლოსალურ ზიანად რუსთავი 2-ის წაღება

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა შვედეთიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საკუთრების უფლებას პატივი სცენ. გიორგი კანდელაკის თქმით, უკვე არავის სჯერა, რომ რუსთავი 2-ის საქმე არის 2 სუბიექტს შორის დავა.

ამის შესახებ გიორგი კანდელაკმა უზენაესი სასამართლოს წინ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე ისაუბრა.

„მთავრობას, იმ ადამიანებს, ვისაც ურთიერთობა აქვთ ბიძინა ივანიშვილთან და თავად ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეთ, რომ თუკი მას სული წასძლევს და წაიღებს რუსთავი 2-ს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმ პირობებში, როდესაც ყველაფერს აკონტროლებს, რაც იწვევს ისედაც ჩვენი ხალხის გაღარიბებას და ა.შ. ამ პირობებში ეს მას დაუჯდება ძალიან ძვირად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. უბრალოდ უნდა დაფიქრდეს ბატონი ივანიშვილი, უღირს თუ არა მას ამ კოლოსალურ ზიანად რუსთავი 2-ის წაღება,“ – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: რუსთავი2 იქნება ის, რაც გადაარჩენს საქართველოში თავისუფალ სიტყვას
შემდეგი სტატიარაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ის ამ საქმეში დაზარალებულია