უბრალოდ ნახეთ, რა გააკეთეს მარტო გერმანელებმა…ისინი იღებენ მსხვერპლს, რადგან ხედავენ, რომ თავისუფლებისთვის ფასის გადახდა ღირს – ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის „დათბობა“ უკრაინასთან დაკავშირებით.

დავინახავდი, გერმანიის კანცლერი მოიქცეოდა ისე, როგორც ოლაფ შოლცი და იარაღს გააგზავნიდა უკრაინელების დასახმარებლად“, – განაცხადა ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ გერმანია მსხვერპლს იღებს.

„თქვენ იცით, ჩვენ გვაქვს ჩვენი გაზის ოთხი პროცენტი რუსეთიდან. გერმანიაში ეს არის 40 პროცენტი. ისინი რეალური ზეწოლის ქვეშ არიან. მათ ენერგია სხვაგან უნდა მოიპოვონ, ისინი ამას აკეთებენ. ისინი იღებენ მსხვერპლს, რადგან ხედავენ, რომ თავისუფლების ფასის გადახდა ღირს“, – დასძინა ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშიმზად ვართ, რეფორმების შესრულების შემდეგ, ბოსნიასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ – მიშელი
შემდეგი სტატიაიმპერიალიზმით დაავადებული რუსეთი უნდა დავამარცხოთ – კულებას მიმართვა G7-ის ქვეყნებს