“უბნებზე მობილიზებული სუს-ი და კუნთიანი ბიჭები” – არმაზ ახვლედიანი არჩევნებში სუს-ის ჩართულობაზე საუბრობს

ბათუმში, მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი არათანაბარ პირობებსა და სუს-ის ჩართულობაზე საუბრობს. ახვლედიანი მმართველ გუნდს ამომრჩევლების მოსყიდვაშიც ადანაშაულებს.

„ადგილი ჰქონდა პრაქტიკულად ყველა უბანზე სუს-ის და ე.წ. კორდინატორების და კუნთიანი ბიჭების გამოჩენას. ფულის დახარჯვით გამოიყვანა სახლებიდან ის ხალხი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას სულაც არ აპირებდა. მაგრამ ამის თაობაზე “ოცნება” არც გამოძიების დაწყებას გეგმავს და საერთოდ აღარ ფიქრობს. იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ უკვე გამარჯვებულია,“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის არჩევის წესი – მმართველი გუნდი უკვე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა